Wednesday, September 17, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები, გადავხედეთ სასწავლო პროექტის გეგმას, ვისწავლეთ youtube-დან ვიდეოს შემოტანა ბლოგზე, დავათვალიერეთ შეფასების რუბრიკები და ვისწავლეთ მათი სასურველი თემისათვის მორგების სტრატეგია. ასევე გავეცანით საუკეთესო საძიებო სისტემებს.
მეექვსე დღის  რეფლექსია

ვისწავლეთ პოვერ-პოინტში პრეზენტაციის აწყობა. მოვამზადეთ პრეზენტაცია, ასევე გავეცანი და ვისწავლე ბლოგზე პრეზენტაციის ატვირთვა და მისი წაშლა. ასევე გავეცანით და ვისწავლეთ პროექტის დაგეგმვამდე საჭირო კითხვარის შედგენის სხვადასხვა ფორმა.

Wednesday, September 10, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია
გავეცანით პროექტის პრეზენტაციის აწყობის ტექნიკას და ავაწყვეთ ჩვენი პროექტის შესაბამისად.გადავედით მესამე მოდულზე-კავშირები.განვიხილეთ საავტორო უფლებები და ვისაუბრეთ web 2.0  ტექნოლოგიებზე.
 ასევე ვისწავლეთ გამოკითხვის ფორმების შექმნა და გაზიარება.

Monday, September 8, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

გავაგრძელეთ მუშაობა მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. შევიტანეთ გეგმის შაბლონში მიმართულების მიმცემი კითხვები, პროექტის მიზანი.
ასევე გავეცანით შეფასების სტრატეგიებს და შევქმენით დროში გაწერილი შეფასების სქემა და შევიტანეთ შეფასების დროის ჩარჩოში .
დღევანდელი დღე იყო  ნაყოფიერი.

Saturday, September 6, 2014


მესამე დღის რეფლექსია:
განვიხილეთ ეროვნული სასწავლო გეგმის სტსნდარტები,რომლისგანაც ამოვიწერეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი იმიტატორები. აგრეთვე 21 საუკუნის უნარ-ჩვევებიდან ამოვწერეთ ის უნარები, რომლებიც მოსწავლეს გამოუმუშავდება პროექტში.
დავისახეთ სასწავლო მიზნები, შემდეგ ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე, ვნახეთ პრეზენტაცია,  ჩამოვწერეთ საკვანძო კითხვები და განვიხილეთ ჯგუფში.
ასევე ვნახეთ ნიმუშები ინტელის პროგრამაში.

ტრენინგმა ჩაიარა საინტერესოდ  და ნაყოფიერად.
მადლობა ტრენერს.

Thursday, September 4, 2014

ინტელის პროგრამა-პროექტებით სწავლება

I დღის რეფლექსია


დღეს, 01.09.14, ჩვენს სკოლაში დაიწყო ტრენინგი ინტელის პროგრამა- პროექტებით სწავლება.ტრენერმა ავთანდილ ცნობილაძემ საინტერესოდ აგვიხსნა თუ რა უნდა გაგვეკეთებია.

ტრენინგის პირველ დღეს გავეცანით რვავე მოდულს. შევქმენი ელექტრონული  პორთპოლიოს საქაღალდე, რომელშიც გადავიტანე სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი,პორთფოლიოს ჩეკლისტი, 21-საუკუნის უნარ-ჩვევები.

2 დღის რეფლექსია

მეორე დღეს გავაგრძელეთ პირველი მოდულის გაცნობა.ვიმუშავეთ პროექტის ბუკლეტის შექმნაზე. მოვიძიეთ სურათები და გადავიტანეთ პორთფოლიოში. გავეცანით პორტფოლიოს ჩეკლისტს.ვისწავლეთ  პროექტის ნიმუშების მოძიება.