Monday, July 12, 2010
ჯანსაღი კვება და მოზარდი
პროექტის სახელი:
ჯანსაღი კვება და მოზარდი
პრობლემა:
თანამედროვე ცხოვრებაში შემოტანილი ,,სწრაფი კვების" შედეგად გამოწვეული ჯანმრთელობის დარღვევები.
პროექტის მოკლე აღწერა:
ჩავუნერგოთ მოზარდებს ჯანსაღი კვების კულტურა, დაინახონ განსხვავება ,,სწრაფ კვებასა" და ,,ჯანსაღ კვებას" შორის.
პროექტის სრული აღწერა:
პროექტი ხორციელდება მე–9 კლასში. კლასი დაყოფილია სამ ჯგუფად.
I ჯგუფი ჩაატარებს გამოკითხვას თანატოლებს შორის, თუ რამდენი იცავს კვების სწორ რეჟიმს (საუზმე, სადილი, ვახშამი) და როგორ საკვებს ღებულობს. რამდენი სარგებლობს სწრაფი კვების ობიექტით.
II ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით ჯანსაღი კვებისა და სწრაფი კვების დადებით და უარყოფით მხარეებზე, რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს კვების რეჟიმის დარღვევამ, არასრულფასოვანმა საკვებმა და ვიტამინების ნაკლებობამ ადამიანის ჯანმრთელობაზე და წარმოადგენს რეფერატის სახით.
III ჯგუფი შექმნის სლაიდებსა და ვიდეორგოლებს ისტ–ის გამოყენებით თემაზე ,,ჯანსაღი კვება და მოზარდი".
მონაწილეთა ასაკი: 14 – 15 წელი
ვადები და ხანგრძლვობა: 2 თვე
პროექტის აქტივობები:
ჯგუფური მუშაობა, კვლევა, ინფორმაციის შეგროვება, სურათების გადაღება, ინტერნეტით საჭირო ვიდეომასალების მოპოვება, პრეზენტაცია, დისკუსია, სლაიდებისა და ვიდეორგოლების დამზადება, კედლის გაზეთის შექმნა.
მოსალოდნელი შედეგები:
სასკოლო კონფერენციის მოწყობა, გადაღებული ფოტოები, დამზადებული სლაიდები და ვიდეომასალა, კედლის გაზეთი, მოზარდები გაიგებენ ჯანსაღი კვების მნიშვნელობას ორგანიზმისათვის.
სარგებელი სხვისთვის:
თანატოლები გაიგებენ ,,ჯანსაღი კვების" უპირატესობას ,,სწრაფ კვებასთან" შედარებით.
სამუშაო ენა: ქართული
ფასილიტატორი: რუსუდან ჯიშკარიანი
ფასილიტატორის ელ–ფოსტა: rusudan.jishkariani10@gmail.com
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment